რუსეთის პრეზიდენტი ამ წუთებში აეროფლოტის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებს ხვდება. პრესკონფერენციაზე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების მიერ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის ნებისმიერ მცდელობას განიხილავს როგორც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას.
პუტინის თქმით, სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს, მაგრამ საქმე ჯერჯერობით აქამდე არ მისულა. რუსეთის პრეზიდენტმა ისევ გაიმეორა, რომ საჭიროა უკრაინის ნეიტრალური სტატუსი, რათა ქვეყანა ნატო-ში არ გაწევრიანდეს. მისივე განცხადებით, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან მოსკოვისთვის საფრთხე გამოგონილი არ არის და რეალურია. პუტინი იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დადებითად უპასუხებს რუსეთის წინადადებებს ბელორუსში გამართულ მოლაპარაკებებზე.