რუსეთის მუქარა და დასავლეთის რეაქცია

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარ გამოწვევად რჩება.

ვაშინგტონი და ბრიუსელი განგაშის საფუძვლებს ჯერ ვერ ხედავენ. აშშ-ის მაღალჩინოსნებისთვის მოსკოვის მხრიდან ბირთული იარაღის გამოცდისთვის მზადების დამადასტურებელი ნიშნები ჯერ არ იკვეთება. პროგნოზები მას შემდეგ დამძიმდა, რაც რუსეთიდან უკრაინის საზღვრისკენ, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის გადამტანი მატარებლის გაგზავნის და გასაიდუმლოებული ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. პარალელურად ფრონტის ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალები პოზიციებს კიდევ უფრო იძლიერებენ. რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ ანექსირებულ რეგიონებში ყოველდღე იზრდება იმ დასახლებების რაოდენობა, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან ათავისუფლებენ. ადგილობრივი ხელისუფლება ლუგანსკის დეოკუპაციის დაწყებაზე საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტი უკრაინაში ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს.