კრემლის მორიგი ულტიმატუმი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო კურსის წინააღმდეგ. რუსეთი ნატო-სგან ოფიციალურად ითხოვს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და დაპირების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები უნდა გახდნენ.
მოსკოვი დასავლეთის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მათი ქმედებები ევროპაში მასშტაბური კონფლიქტის რისკს ქმნის. აღმოსავლეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოება – ეს ის წითელი ხაზია, რომელიც კრემლს ნატო-სთან ურთიერთობებში უკვე მრავალი წელია, გავლებული აქვს, თუმცა რუსეთმა ღიად და ოფიციალურად პირველად მოითხოვა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება და შესაბამისი გარანტიების იურიდიულად გაფორმება.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კი კრემლს პასუხობენ, რომ ყველა სუვერენული ქვეყანა, თავად ირჩევს საკუთარ საგარეო-პოლიტიკურ კურსს და იმას, თუ რომელ ალიანსს შეუერთდება. რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესიული ქმედებების შემთხვევაში, ნატო-ს ქვეყნები მოსკოვს სერიოზულ და მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებს ჰპირდებიან – ქეთი ჩოხელი დეტალებით.