რუსეთის გემები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან სანქციების გვერდის ავლით, სავაჭრო ურთიერთობაში არიან, შავ სიაში მოხვდებიან

„რუსეთის გემები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან სანქციების გვერდის ავლით, სავაჭრო ურთიერთობაში არიან, შავ სიაში მოხვდებიან,“ – ამის შესახებ აშშ-ს   სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა განაცხადა.

მისი თქმით, არალეგალური საზღვაო ვაჭრობა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს ბირთვული პროგრამის განვითარებაში ეხმარება. გაერო-ს უშიშროების საბჭომ 2017 წელს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები სამჯერ დააწესა. ამის მიუხედავად, ვაშინგტონის ინფორმაციით, ფხენიანთან სანქციების გვერდის ავლით საზღვაო ვაჭრობა არალეგალურად მაინც ხორციელდება.