პუტინის გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა.
ევროკავშირი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, ავია-სფეროში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსული ავიაკომპანიების დიდი ნაწილი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა მოქცეული. ოფიციალურ თბილისს ამ კუთხით პოზიცია უკვე მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული. საქართველოს მიმართულებით რეისებს მხოლოდ არასანქცირებული რუსული ავიაკომპანიები შეასრულებენ, სანქცირებულები კი შესაბამის ნებართვას ვერ მიიღებენ. ამ კონტექსტში მმართველი გუნდი სხვა ქვეყნების მაგალითებსაც ასახელებს და ოპონენტების ბრალდებების ფონზე კიდევ ერთხელ უწევს იმის განმარტება, თუ რატომ თქვა ქვეყანამ ერთი წლის წინ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უარი.