თურქეთსა და რუსეთს შორის 22 ოქტომბერს მიღწეული საზავო შეთანხმების მიხედვით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ორი ქვეყნის სამხედროებმა პატრულირება დაიწყეს.
სირიაში თურქეთმა და რუსეთმა ჯავშანტრანსპორტიორები და სამხედრო პერსონალი შეიყვანეს. სირიის ჩრდილოეთში 9 ოქტომბერს დაწყებული თურქეთის სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ერთობლივი მისიის მიზანი სასაზღვრო ზონაში ვითარების სტაბილიზაციაა. პარალელურად, სირიის კრიზისის დარეგულირებას ჟენევაში ცდილობენ, სადაც სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
გივი ბარამიძე დეტალებით.