იმ პირობებში, როცა საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კი ისეთ ეტაპზეა, რომ დეპოლარიზაცია რთული წარმოსადგენია, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ოთხი წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ცალმხრივად ცვლის და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვას აუქმებს. ასევე, ბრძანებულებით აუქმებს ავიამიმოსვლის აკრძალვას. ოპოზიცია კი ხელისუფლების დამსახურებად აფასებს ვლადიმერ პუტინის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რომელსაც წინ ორმხრივი მოლაპარაკება არ უძღვოდა და რომელ გადაწყვეტილებაზეც, საქართველოს მთვრობას გავლენის მოხდენა არ შეეძლო, აკრიტიკებს და მმართველ გუნდს რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და ფრენებზე უარის თქმას სთხოვს.
კრიტიკა ისმის დასავლეთიდანაც, თუკი 2019 წელს დასავლელი პარტნიორები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებდნენ, არ შეეწყვიტა ავიარეისები საქართველოსთან, დღეს პოზიცია შეცვლილია და საქართველო გაფრთხილებასაც კი ისმენს, რომ შესაძლოა, ქართული ავიაკომპანიები სწორედ რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი გადაწყვეტილების გამო დასანქცირდნენ.
მმართველი გუნდის პოზიცია ასეთია, რუსეთს სანქციებს არ უწესებს, თუმცა მათივე თქმით, როგორც აქამდე, ვერც ამ გადაწყვეტილების შემდეგ გამოიყენებს ვინმე საქართველოს საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.
დეტალებით თამარ გოგესაშვილი.