რუსეთის ბირთვული მუქარა მსოფლიო დღის წესრიგის მთავარი გამოწვევაა.
პუტინი რიტორიკას არ ცვლის და დასავლეთს ისევ ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება. თუ წინა დღეებში ვაშინგტონის განგაშის საფუძვლებს ვერ ხედავდა, ახლა ამერიკის პრეზიდენტი საფრთხეს რეალურს უწოდებს. ანალოგიური განცხადებები ისმის სხვა ლიდერებისგანაც. ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი კი საშიშროების თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე პრევენციული დარტყმების მიტანისკენ მოუწოდებს, რაშიც, როგორც მოგვიანებით განმარტეს, მხოლოდ სანქციების გაძლიერება იგულისხმება. თუმცა ზელენსკის ბოლო მიმართვას მოსკოვში საკმაოდ მძიმე რეაქცია მოჰყვა.