რუსეთის ბირთვული არსენალი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს.

რუსეთმა ახალი ბირთვული შეიარაღება წარადგინა. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ ახალი სამხედრო შესაძლებლობებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე შეუძლიათ წვდომა. საჭიროების შემთხვევაში დასავლეთი საფრთხეების გასანეიტრალებლად მზადაა.

სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე მოლაპარაკებები საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის  80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. 30 წლის შემდეგ კი ცივი ომის პრაქტიკა – გამალებული შეიარაღება ახალ იმპულსებს იძენს.