უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების და რუსეთის შეჭრის შემდეგ პარლამენტში საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
სხდომა, სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ქართული პოლიტიკური სპექტრი შექმნილ რთულ ვითარებაში ერთსულოვნების აუცილებლობაზე საუბრობს. „ქართული ოცნება“ ახალ რეზოლუციას მოამზადებს. თუმცა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზია თემა, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მმართველი გუნდი ხაზს უსვამს, რომ ყველა ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციით და შეთანხმებით გადაიდგმება. ოპოზიცია კი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს არასაკმარისად მიიჩნევს და მმართველი გუნდისგან მეტ აქტიურობას ითხოვს. პარლამენტის ხვალინდელ საგანგებო სხდომაზე ოპონენტები პრემიერის მისვლასაც ითხოვდნენ, თუმცა უკვე რეგლამენტის წესის გამო სახელისუფლებო პარტია ამ მოთხოვნაზე უარს ამბობს.