რუსეთს კომპენსაციის გადახდა საქართველოს კიდევ 19 მოქალაქისთვის მოუწევს.
12 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულ იმ ადამიანებზე, რომლებსაც სტრასბურგში ინდივიდუალური სარჩელები ჰქონდათ გაგზავნილი. სასამართლომ მათ მიმართ ევროკონვენციის მუხლების დადგენა ჯერ კიდევ 2016 წელს დაადგინა. ამჯერად კი დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაციების რაოდენობა განსაზღვრა, რაც 2000-დან 15 000 ევრომდე მერყეობს.
თანხის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, მოქალაქე 2006 წელს მხოლოდ დეპორტაციის მსხვერპლი გახდა, თუ უკანონო პატიმრობის და არაადამიანური მოპყრობისაც. ეს არის 2006 წლის დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის უკვე მეორე გადაწყვეტილება.
ერთი თვის წინ ევროპულმა სასამართლომ მოსკოვს 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა სახელმწიფოთაშორის საქმეზეც, – სახელწოდებით „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ,“ – რომელიც 1 500-მდე დაზარალებულის საქმეებს აერთიანებდა.