რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - საერთაშორისო რეაქცია

მძიმეა ევროპის რეაქცია.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო ევროკავშირი მოსკოვს უპრეცენდენტო სანქციებით და იზოლაციით ემუქრება. ევროკომისია მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, მათ შორისაა რუსეთის აქტივების გაყინვა ევროკავშირში, რუსეთის ბანკების წვდომის შეჩერება ევროპის ფინანსურ ბაზრებზე, რუსეთისთვის საკვანძო ბაზრების დაბლოკვა. ევროპის ქვეყნების ნაწილი რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას აჩერებს. მკაფიო მოწოდება აქვს დიდ ბრიტანეთს – ჯონსონი ითხოვს, რომ რუსულ გაზზე და ნავთობზე დამოკიდებულება კოლექტიურად შეწყდეს. ნატო ფაქტს დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმილ შეჭრად და ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტად აცხადებს, აღმოსავლეთით თავდაცვით ძალებს აძლიერებს და ძალების რაოდენობას ზრდის, თუმცა უკრაინაში ნატოს ძალების გაგზავნა არ იგეგმება. ახლა ყველა ელოდება ჯო ბაიდენის ახალ მიმართვას, სადაც რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრებს. მანამდე ამერიკის პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს.