რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს მართავს

არჩევნებიდან მეორე დღეს, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე ანექსირებულ ყირიმში, ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული მედია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, სამხედრო სწავლებაში 8 000-მდე ჯარისკაცი და 5000 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის ზალპური ცეცხლის სისტემები.