რუსეთის პოლიტიკა ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს. მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ ორასამდე აქტივისტი სოფელ ატოცში ჩავიდა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახლადდამონტაჟებული რკინის ბოძების წინ კრემლის საწინააღმდეგო გზავნილები შეძახილებით გააჟღერა. ისინი ანტისაოკუპაციო მოძრაობას შეუერთდნენ და ადგილზე 24-საათიან პატრულირებას იწყებენ.
ატოცში რუსული აგრესია გააპროტესტა “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემაც. მან რამდენიმე აქტივისტთან ერთად პროტესტის განსხვავებულ ფორმას მიმართა. აქცია დაიშალა, თუმცა ადგილზე რჩებიან პოლიციის წარმომადგენლები, ევროკავშირის მისია და რუსულ საგუშაგოსთან მობილიზებული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.