„რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი კლავს“ – აქცია-პერფორმანსი პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის წინააღმდეგ. სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შეკრებილები თბილისში რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე მედიაფორუმს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება.