რუსეთმა ევროსაბჭოში ყირიმის ანექსიის გამო დაკარგული ხმის უფლება ვერ დაიბრუნა.
საპარლამენტო ასამბლეის წევრთა უმრავლესობის წინააღმდეგობის გამო რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი უკან გაიწვიეს. სადავო დოკუმენტი, რომელიც ორგანიზაციის მიერ სანქციების დაწესების წესს ცვლის, კენჭისყრაზე არც კი გაიტანეს და განსახილველად პროცედურულ საკითხთა კომიტეტში დააბრუნეს.
ამ გადაწყვეტილებამდე დარბაზში მწვავე პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ დეპუტატები დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან.
„ჩვენ გვაქვს დილემა – ფული სამართლიანობის წინააღმდეგ“-ეს არის ნაწყვეტი უკრაინელი დეპუტატის გამოსვლიდან. თითქმის ყველა გამომსვლელს საერთო გზავნილი ჰქონდა – ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარეშე რუსეთის მიმართ შეღავათი არ უნდა დაწესდეს.