რუსეთის კურსკის ოლქში მეოთხე დღეა საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
კრემლმა ოლქში ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა და რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნა. კურსკის ოლქის დასახლებებიდან კი მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა მიიტანეს ლიპეცკის აეროდრომზეც. ამ ფონზე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამართა უშიშროების საბჭოს სხდომა. რუსეთ-უკრაინის ომს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, უკრაინაში ომს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე დაასრულებს.