უკრაინაში კრემლის სამხედრო ფართომასშტაბიანი ინტერვენცია გრძელდება. ოფიციალური კიევი საოკუპაციო ძალების შეტევას, მეშვიდე დღეა იგერიებს. მსოფლიო უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მეორე რაუნდს ელოდება. რუსული დელეგაცია შეხვედრისთვის მზად არის. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთის გავლით ბრესტის ოლქში ჩავიდა უკრაინული დელეგაციაც. ცნობილია, რომ კრემლი საკუთარი სამხედრო აგრესიის შეწყვეტას მოლაპარაკების მიმდინარეობის დროსაც არ გეგმავს. სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინის სამხედრო პოტენციალის განადგურება შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც გაგრძელდება.