აქტიური საომარი მოქმედების პარალელურად კი, რუსეთ-უკრაინის დელეგაციები მორიგი აუდიენციისთვის ემზადებიან – დისკუსიის ადგილი ამჯერად სტამბოლი იქნება. შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალ შედგება. რაც შეეხება უშუალოდ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ სერგეი ლავროვმა ისაუბრა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრა საკვანძო საკითხებზე მკაფიო პოზიციების ჩამოყალიბებამდე კონტრპროდუქტიული იქნება.