რუსეთ-თურქეთის მემორანდუმი

რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისთვის ერთობლივი ცენტრის შესაქმნელად მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სერგეი შოიგუს განმარტებით, მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის შექმნა მხარეებს შორის რეჟიმის დაცვის საიმედო კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. ცენტრი აზერბაიჯანის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიაზე მოეწყობა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებას აწარმოებს. ცენტრი განსაზღვრავს ასევე 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პირობების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.