1962 წლის „კარიბის კრიზისის“ შემდეგ აშშ და რუსეთი პირველად, ერთმანეთს ღიად ემუქრებიან ომით.
მოსკოვში აცხადებენ, რომ ამერიკელი სამხედროების გონიერების იმედი აქვთ, ვაშინგტონში კი უკვე საუბრობენ სირიაში ლიკვიდირებულ ასობით რუსზე. დასავლური მედია აშშ-სა და რუსეთის შესაძლო სამხედრო შეტაკების ვარიანტებს განიხილავს.
გახდება თუ არა ასადის რეჟიმი მოსკოვისა და ვაშინგტონის სამხედრო დაპირისპირების მიზეზი და დგას თუ არა მსოფლიო, ომის საფრთხის წინაშე, ნახეთ ლევან ახალაიას სიუჟეტში.