რუმინეთი ნატო-ს ფონდს $1,4 მილიონს გადაურიცხავს

რუმინეთი $1,4 მილიონს გაიღებს ნატო-ს ფონდისთვის, რომელიც უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანსა და სამი ქვეყნების მეთაურებს ამ გადაწყვეტილების შესახებ წერილობითაც აცნობა. აღნიშნული თანხიდან 300 ათასი დოლარი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გამოიყოფა.