ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე დაბა რუისთან სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ერთი ქალი და ორი მცირეწლოვანი. ავარიისას დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ ხუთი ადამიანი. ისინი გორისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ამ დროისთვის გორის რეგიონულ საავადმყოფოში, სამი დაშავებული რჩება და ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულები და დაშავებულები სომხეთის მოქალაქეები არიან. შსს-ს ინფორმაციით, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.