რუანდაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია. ქართველი დეპუტატები კიგალში მსოფლიო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდნენ. დისკუსიის თემა გლობალური უსაფრთხოება, არსებული გამოწვევები და გენდერული თანასწორობა იყო.
დელეგაციამ, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან 20 შეხვედრა გამართა. ამ ფორმატებში მსჯელობის საგანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და არაღიარების პოლიტიკა იყო.
თეონა მანაგაძე შეაჯამებს ქართული დელეგაციის ვიზიტს რუანდაში.