საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას იწყებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ყველა მოსამზადებელი პროცედურა უკვე გავლილია და შესაბამისი შტაბი რეგიონში თვის ბოლოს გაიხსნება. შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტო უხელმძღვანელებს. სუბსიდიის ოდენობა რქაწითელის და კახური მწვანის ყურძენზე 20 თეთრით განისაზღვრება. მინისტრის თქმით, საწარმო რომელიც 100 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებს და თითო კილოგრამ ყურძენში გადაიხდის არანაკლებ 90 თეთრს, 20 თეთრით იქნება სუბსიდირებული. სუბსიდირებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 50 მილიონი ლარით განისაზღვრა.