საქართველოში რთველი 2024 დასასრულს უახლოვდება.
არსებული ინფორმაციით, უკვე გადამუშავებულია 280 ათას ტონამდე ყურძენი. ბოლო მხარე, სადაც მევენახეები ყურძენს კრეფენ, რაჭა-ლეჩხუმია. საქართველოს ამ გამორჩეულ კუთხეებში ყურძენი გვიან მწიფდება, მოსავალი რაოდენობით ბევრი არ არის, მაგრამ სწორედ რაჭა-ლეჩხუმში იზრდება ვაზის უნიკალური ჯიშები, რომლის ღვინოც უნიკალური გამოდის.
ანა მასხარაშვილის და ლაშა მამულაშვილის სიუჟეტი.