რაჭაში რთველი დაიწყო.
კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რაჭაში პროცესი წელს შედარებით ადრე დაიწყო. ამ ეტაპზე გადამუშავებულია 140 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2000 ტონის ფარგლებშია. მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.