კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია.
თელავში საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მასში ღვინის 400-მდე კომპანია და მარანია დარეგისტრირებული, აქედან ყურძნის ჩაბარების პროცესში 250-მდე ქარხანაა ჩართული. ყოველდღიურად კახეთში 8-10 ტონა ყურძენი მუშავდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წელს 300 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. რთველი 2022-ის სუბსიდირებისთვის მთავრობამ 150 მილიონი ლარი გამოყო.
როგორ მიმდინარეობს რთველი, რა პროცესის გავლა უწევთ კახელ მევენახეებს ყურძნის კრეფიდან რეალიზაციამდე და რა პერსპექტივა აქვს მევენახეთა კოოპერატივების შექმნას – ჟანა დიდებაშვილის სიუჟეტი კახეთიდან.