2 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2024-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 13 ათასამდე ტონა ყურძენი.
კახეთში რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. ამასთან ერთად, მცირე რაოდენობით ყურძენი კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტშიც იკრიფება. გადამუშავებული ყურძნიდან, 7,5 ათას ტონამდე რქაწითელი, 2,3 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს. მთავრობა რთველს წელსაც ასუბსიდირებს. სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელის ჯიშის ყურძენში ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 1.00 ლარს.