ყურძნის ჩაბარების ფასი არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც კახეთში მიმდინარე რთველის დროს, წელსაც აქტუალურია.
ადგილობრივებს კერძო და სახელმწიფო საწარმოების მიერ შეთავაზებული თანხა არ აკმაყოფილებთ. ორივე შემთხვევაში თანხის ოდენობა თითქმის თანაბარია. გამოწვევაა რიგების კუთხითაც. უამინდობის გამო ყველა რაიონის მცხოვრებლებმა ყურძნის კრეფა ერთდროულად დაიწყეს, რის გამოც პროდუქციის ჩამბარებელ პუნქტებთან ადგილობრივებს რამდენიმესაათიან რიგებში უწევთ დგომა.