საქართველოში ეპიდემიური ვითარება ისევ რთულია. დღეს კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩატარებული ტესტირების რაოდენობას, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.31 პროცენტია. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 32 ადამიანი.
თათია ტაბეშაძე დეტალებით – როგორია სპეციალისტების პროგნოზი.