რომელი ქვეყნის ლიდერს აქვს უფლებამოსილება, გამოიყენოს ბირთვული არსენალი და რა შემთხვევაში
რომელი ქვეყნის ლიდერს აქვს უფლებამოსილება, გამოიყენოს ბირთვული არსენალი და რა შემთხვევაში? საკითხი რომელიც დღესაც და წლების წინაც მწვავე იყო. მოდით, გავიხსენოთ, 1953 წელს ამერიკელმა მწერალმა აიზეკ აზიმოვმა მოთხრობა „ღილაკი“ დაწერა. მთავარი პერსონაჟი ძლევამოსილი იარაღის შექმნას ცდილობს.
32 წლის თავზე კი მწერალ რიჩარდ მეტისონის ამავე სახელწოდების მოთხრობა დაიბეჭდა. ნაწარმოებში საუბარია იატაკქვეშა ორგანიზაციაზე, რომელიც სხვადასხვა მოქალაქეებს აიძულებს, წითელ ღილაკს ხელი დააჭირონ. ამ ქმედებით მათ შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სხვა ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლონ.
ორივე ლიტერატურული ნაწარმოები ცივი ომის ეპოქაში ბირთვული ომის საშიშროების მხილებისთვის შეიქმნა. დღეს ეს თემა ისევ აქტუალურია.
ქეთი თუთბერიძის რეპორტაჟი.