ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება მათი ამომრჩევლების შეურაცხყოფაა.
რომან გოცირიძის თქმით, ბოლო დროს ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ლიდერების მხრიდან ესმის. გოცირიძე არ გამორიცხავს, ამ საკითხზე სასამართლოსაც მიმართონ.
რომან გოცირიძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ.