რომან გოცირიძის გადაწყვეტილებას, „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ, უკვე ყოფილი თანაგუნდელები და პარლამენტარები ეხმაურებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზებზე რომან გოცირიძე უახლოეს მომავალში თავად ისაუბრებს. პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ყოფილ სახელისუფლებო გუნდს დიდი ხანია პრობლემები აქვს. ოპოზიციური პარტიის დაშლას პროგნოზირებენ უმრავლესობის წევრები და აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესი ამას ნათლად ადასტურებს.
შეგახსენებთ, პარტიის დატოვების შესახებ რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. განცხადებიდან ირკვევა, რომ ის პარტიულ საქმიანობას ჩამოშორდება, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში რჩება.