სამი სცენა, ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკა, ათობით შემსრულებელი და სამდღიანი მუსიკალური ზეიმი – ფესტივალი „როკვა“ დღეს სრულდება. ბედფორდ ფოლსი, მელოუ, ეკო და ვინდა ფოლიო, ცირკუს მირკუსი – ეს იმ არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც შოვში საფესტივალო სცენა დაიკავეს. ორგანიზატორების მთავარი მიზანი მუსიკის რეგიონებში ჩატანა და რაჭის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენაა.