„როიტერსის“ ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან

„მწვავე არჩევნების შემდეგ საქართველოს არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებში ძლიერ ხაზს ირჩევს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუს სააგენტო „როიტერსი“.

ინტერვიუში ახლადარჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ოკუპაციას ახორციელებს.

სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაძლიერებას, რაც იმის შესაძლებლობას შექმნის, რომ რუსეთს საქართველოზე ნაკლები გავლენა ჰქონდეს.