თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2008 წლის 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროკურორებმა დაცვის მხარის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ბექა ბასილაია, შოთა თუთბერიძე და შოთა კახიძე ბრალდებულების ინტერესებს ვეღარ დაიცავენ. ბრალდებულების ნაწილმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. პროკურორის განცხადებით, საქმეზე სხვა ბრალდებულების გამოვლენის მიზნით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.