როინ შავაძის მკვლელობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2008 წლის 16 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების საქმეზე, მორიგი პროცესი ჩატარდა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, კერძოდ ექსპერტები დაიკითხნენ. ერთ-ერთი მოწმე ბალისტიკური ექსპერტი იყო, რომელმაც ექსპერტიზა საქმეში არსებული ტყვიებს ჩაუტარა.