როგორ უნდა განიტვირთოს დედაქალაქი საცობებისგან - რა დავალებები გასცა თბილისის მერმა

31 დეკემბერს, საღამოს 11:00 საათიდან, 1-ლი იანვრის დილის 4 საათამდე, მეტრო და ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ და საახალწლო ღონისძიებების ადგილებში, მოსახლეობას გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლება. შესაბამისი განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერმა გააკეთა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კალაძემ ყურადღება გაამახვილა, ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა.

მერმა შესაბამისი დავალებებიც გასცა.  ანა ბროლაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში  – რა რეგულაციები დაწესდება საქალაქო ტრანსპორტთან დაკავშირებით?