რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გასაძლიერებლად.
ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული სამწლიანი პროექტის შედეგები დღეს თბილისში შეაჯამეს.
სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ სოციალური მუშაკის ინსტიტუტი გასაძლიერებელია.
მთავარ გამოწვევებს შორის სახელდება რესურსების ნაკლებობა და პროფესიის რეგულირებად ჩარჩოში მოქცევა.