უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი მოქალაქეთა 16 პროცენტზე მეტმა უკვე გააკეთა. ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა არის ცალკეული დარღვევებიც.
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა.