როგორ ხვდებიან ახალციხეში ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს

„მოამბის“ გადამღები ჯგუფი სამცხე-ჯავახეთშიც ჩავიდა. ერთად ვნახავთ ახლა, როგორ ხვდებიან ახალციხეში ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. წმინდა მარინეს სახელობის ახალციხის საკათედრო ტაძარში მრევლი უკვე შეკრებილია. როგორც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში, ისტორიულ სამცხეშიც, ლიტანიობა სულ ცოტა ხანში, 23:00 საათზე უნდა დაიწყოს.

გენო ოსიყმაშვილი ადევნებს თვალს საზეიმო სამზადისს.