„როგორ გავხდე ქართველი“

როგორ გავხდე ქართველი“ – დოკუმენტური ფილმი საქართველოში ჩამოსული ხელოვანების ცხოვრებაზე.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კონკურსის გამარჯვებული ახალი დოკუმენტური პროექტი საქართველოში მცხოვრები რამდენიმე უცხოელი მუსიკოსის რეალურ ისტორიას ეყრდნობა.

ქვეყნის გაცნობის მიზნით თბილისის კონსერვატორიის უცხოელი სტუდენტები რეგიონებში მოგზაურობენ და ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ შემოქმედებასა და კულტურას აცნობენ.

ქართველი მაყურებელი ფილმს გაზაფხულზე ნახავს.