როგორ აფასებს ქართული პოლიტიკური სპექტრი პრეზიდენტის მიერ აშშ-ში გაჟღერებულ ინიციატივას
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვაშინგტონში გაჟღერებულ ინიციატივას შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ აშშ-ში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერი რეზოლუცია უკვე არსებობს.
მმართველ გუნდში იმედს გამოთქვამენ, რომ შტატების მხარდაჭერა მომავალშიც გაიზრდება. საპარლამენტო ოპოზიციაში პრეზიდენტის ინიციატივა მოიწონეს.