ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში – ”აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” ვრცლად ისაუბრა გიორგი კვირიკაშვილზე, მის მმართველობასა და პოსტიდან წასვლის მიზეზებზე. პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ საკმაო დრო დაუთმო ყოფილი პრემიერის კრიტიკას და განაცხადა, რომ კვირიკაშვილის ქმედებებით ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის.
როგორ აფასებენ ივანიშვილის განცხადებებს პოლიტიკოსები, ამას, შორენა ხვიჩია გვეტყვის – ხომ არ გაუკეთებია კომენტარი თავად კვირიკაშვილს?