როგორ აფასებენ ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები

ეკა ბესელიამ დღეს იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომა გამართა. თანამდებობის დატოვების შესახებ მისი გადაწყვეტილება გაუგებარი აღმოჩნდა მისივე გუნდის წევრებისთვის. საკითხს გამოეხმაურა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერიც. ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს. ბესელიას გადაწყვეტილებაზე განცხადებებს უმრავლესობის სხვა წევრებიც აკეთებენ.