როგორ აფასებენ დეპუტატები პარლამენტში შს მინისტრის გამოსვლას - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგი გახარიას გამოსვლა დეპუტატებმა შეაფასეს. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ შს მინისტრმა კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი გამოავლინა. მინისტრის გამოსვლაში უმრავლესობას განსაკუთრებულად ის ნაწილი მოსწონს, სადაც უწყებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტად სახელდება და ხაზი ესმება იმას, რომ უწყება აპოლიტიკური უნდა იყოს.
ოპოზიცია კი მინისტრის პასუხებით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. ისინი ამბობენ, რომ კრიმინალთან ბრძოლა გასამკაცრებელია. დეპუტატების ოპოზიციურ ნაწილს  მინისტრთან კონკრეტული რეკომენდაციები აქვს.