როდის ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.
თარიღთან დაკავშირებით ოპოზიცია მმართველ გუნდს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. საუბარია არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის შესაძლებლობაზე.
გრიგოლ ვაშაძის შტაბში ამბობენ, რომ სამუშაო დღეს არჩევნებში მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ემიგრანტების დიდი ნაწილი მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სამუშაო დღე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ცხადდება უქმედ და ამის პრაქტიკა საქართველოში არსებობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა დღეს პირველ საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ის 19:00 საათამდე გადაიდო.