გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა სამცხე-ჯავახეთში, პირველი არხის ოპერატორი რობიზონ მაქაძე. იგი ტელევიზიაში 1983 წლიდან მუშაობდა და მრავალი საინტერესო მოვლენისა თუ პროცესის უშუალო თვითმხილველი იყო. 1996 წლიდან სამცხე-ჯავახეთში დაბრუნდა და „მოამბის“ რეგიონალურ ბიუროს წარმოადგენდა. მისი კამერის ობიექტივს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე და მოვლენა აღუბეჭდავს. ხანგრძლივი სტაჟისა და გამოცდილების მქონე ოპერატორი დღემდე აქტიურად განაგრძობდა მუშაობას და მაყურებლისთვის მნიშვნელოვანი სიახლეების მიწოდებას.
საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს რობიზონ მაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.