რობერტა მეცოლას მიმართვა

ვიმუშაოთ, რათა უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობასაც, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი „ტვიტერში“ წერს.

რობერტა მეცოლა აღნიშნავს, რომ ევროპის კარი ღია უნდა დარჩეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ევროპა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი ევროკომისიის რეკომენდაციებს მიესალმება და ფიქრობს, რომ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერი პოლიტიკურ სიგნალი იქნება.